CCEH-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება საინვესტიციო, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური სფეროების მართვის მიმართულებით. ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებენ მაღალი დონის პროფესიონალი ინჟინრები, რომლებიც დაარსების დღიდან მუშაობენ კომპანიაში. გუნდის წევრების სამუშაო გამოცდილება მათი პროფილის მიხედვით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საშუალოდ 5-დან 20 წლამდე მერყეობს. კომპანიას პორტფელში აქვს როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები. CCEH საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით.
ირაკლი აბაიშვილი
საოპერაციო ხელმძღვანელი
ბატონმა ირაკლი აბაიშვილმა კომპანიაში მუშაობა დაიწყო 2016 წელს. მის პასუხისმგებლობებში შედის ფინანსური და კომერციული განყოფილებების მართვა. მისი მოვალეობაა შეიმუშაოს მართვის იმგვარი პროცედურები, რომელთა განხორციელება მინიმუმამდე შეამცირებს ჰოლდინგის საოპერაციო პროცესების რისკებს.
2012-2016 წლებში კომპანია სს „ვითიბი ბანკი საქართველოს" ჯერ მთავარი ბიზნეს ანალიტიკოსის, ხოლო შემდეგ საკრედიტო რისკების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობისას ბატონი ირაკლი პასუხისმგებელი იყო სხვადასხვა კომპანიის საკრედიტო და ფინანსურ ანალიზზე და ბანკის პორტფელის ხარისხის მართვაზე. 2012 წლამდე ის მუშაობდა პროკრედიტ ბანკში მცირე მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით.
ბატონმა ირაკლი აბაიშვილმა დაამთავრა საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. მან ასევე, მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტში.