CCEH-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება საინვესტიციო, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური სფეროების მართვის მიმართულებით. ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებენ მაღალი დონის პროფესიონალი ინჟინრები, რომლებიც დაარსების დღიდან მუშაობენ კომპანიაში. გუნდის წევრების სამუშაო გამოცდილება მათი პროფილის მიხედვით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საშუალოდ 5-დან 20 წლამდე მერყეობს. კომპანიას პორტფელში აქვს როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები. CCEH საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით.

გიგლა სიხარულიძე

ტექნიკური ხელმძღვანელი

ბატონმა გიგლა სიხარულიძემ კომპანიაში მუშაობა დაიწყო 2014 წელს. იგი პასუხისმგებელია საქართველოში განსახორციელებელი სხვადასხვა ჰიდროენერგეტიკული პროექტების საინვესტიციო პოტენციალის ტექნიკურ შეფასებაზე.

2011-2013 წლებში საქართველოში კომპანია Deloitte Consulting-ის ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტის ინჟინერ-ჰიდროენერგეტიკოსის თანამდებობაზე მუშაობისას ბატონ გიგლას ევალებოდა წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევების შემუშავება ჰიდრო ელექტრო სადგურების იმ სხვადასხვა პროექტისთვის, რომლებიც საქართველოში არსებულ ოთხ წყალშემკრებ აუზს მოიცავს.

ბატონმა გიგლა სიხარულიძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომები ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით.