CCEH-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება საინვესტიციო, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური სფეროების მართვის მიმართულებით. ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებენ მაღალი დონის პროფესიონალი ინჟინრები, რომლებიც დაარსების დღიდან მუშაობენ კომპანიაში. გუნდის წევრების სამუშაო გამოცდილება მათი პროფილის მიხედვით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საშუალოდ 5-დან 20 წლამდე მერყეობს. კომპანიას პორტფელში აქვს როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები. CCEH საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით.

ქეთი ჭყოიძე

ადამიანური კაპიტალისა და დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი

ქალბატონმა ქეთი ჭყოიძემ კომპანიაში მუშაობა დაიწყო 2014 წელს. მისი პასუხისმგებლობა მოიცავს  კომპანიის საკადრო პოლიტიკის წარმართვას, კომპანიის ადამიანურ კაპიტალის განვითარებას, ასევე ჰოლდინგის საჭიროებებზე მორგებული ადამიანური რესურსების მართვის სისტემების შექმნას. იგი ასევე კოორდინაციას უწევს  კომპანიის პორტფელის სამშენებლო პროექტების გარე და შიდა დიზაინის შექმნისა და განხორციელების პროცესებს.

კომპანიაში მოსვლამდე იგი მუშაობდა როგორც აღმასრულებელი მდივანი და ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი თბილისში, CanArgo Limited-ის Blake Oil & Gas Limited-ისასა და MND Georgia BV-ს ერთობლივ საწარმოში 2012-2013 წლებში. როგორც აუდიტორული კომპანია PwC საქართველოს ადმინისტრაციული ასისტენტი, იგი მუშაობდა ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელის გუნდში 2005-2012 წლებში.

ქალბატონი ქეთი ჭყოიძე არის დიდი ბრიტანეთის პერსონალისა და განვითარების სამეცნიერო ინსტიტუტის  (CIPD) სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ადამიანური რესურსების მართვის დარგში, ასევე არის აღნიშნული ინსტიტუტის ასოცირებული წევრი. იგი  გახლავთ ამერიკის ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების (NLP) სკოლის მიერ სერტიფიცირებული პრაქტიკოსი და ქოუჩი.  გარდა ამისა, ფლობს კორნელის უნივერსიტეტის საწარმოო და შრომითი ურთიერთობების სკოლის სერტიფიკატს ადამიანური რესურსების სტრატეგიული ხელმძღვანელობის დარგში. ქალბატონ ჭყოიძეს დამთავრებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის ენათა და კულტურათა სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს ბაკალავრის დიპლომს ინგლისური ენის ფილოლოგისა და მთარგმნელ-თარჯიმნის სპეციალობით.