CCEH-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება საინვესტიციო, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური სფეროების მართვის მიმართულებით. ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებენ მაღალი დონის პროფესიონალი ინჟინრები, რომლებიც დაარსების დღიდან მუშაობენ კომპანიაში. გუნდის წევრების სამუშაო გამოცდილება მათი პროფილის მიხედვით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საშუალოდ 5-დან 20 წლამდე მერყეობს. კომპანიას პორტფელში აქვს როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები. CCEH საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით.
ნიკოლოზ კაცაძე
ფინანსური ანალიტიკოსი
ბატონმა ნიკოლოზ კაცაძემ კომპანიაში მუშაობა დაიწყო 2020 წელს. მის პასუხისმგებლობაში შედის პორტფელის ან/და შესაძლო საინვესტიციო პროექტებზე ისეთი ფინანსური მოდელების მომზადება და შემუშავება, რომლებიც სხვადასხვა სცენარსა და სქემას ასახავს. გარდა ამისა, მისი ვალდებულებაა საინვესტიციო მასალების მომზადება და დამუშავება საინვესტიციო კომიტეტისათვის წარსადგენად.
ბატონი ნიკოლოზ კაცაძე საქართველოს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მან ასევე,მიიღო ხარისხი ინდუსტრიული ტექნოლოგიების მართვის სფეროში ლიეტუვაში, კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.