მედია
CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა
2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკუთხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერეს კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროოექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, ახალქალაქი 1 და ახალქალაქი 2, შედგება. მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, კორხისწყალზე. ახალქალაქის ჰიდროელქტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 9.1 მეგავატია, წლიური გამომუშავება კი 50 მილიონი კილოვატსაათი. ჰიდროელექტროსადგური 2022 წლის 5 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა და კომერციული ოპერირება დაიწყო.
ახალქალაქი ჰიდროელექტროსადგურის მენეჯმენტის წევრებმა ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს ჰესის მუშაობის პრინციპები. სტუმრებმა დაათვალიერეს ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატურალიზირებული თევზსავალს და მისი ოპერირების თავისებურებების გაცნობას. დღის მეორე ნახევარში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფონდის ხედვა, მიზნები და სტრატეგია, ასევე, იმსჯელეს ფონდსა და მის პორტფოლიო პროექტებში არსებულ მიდგომებსა და სტანდარტებზე გარემოსდაცვით და სოციალური საკითხების მიმართ. ახალქალაქი ჰესის წარმომადგენლებმა კი დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამა, მისი არსი და განხორციელების პოლიტიკა.
„დღეს, დიდი სიამოვნებით ვმასპინძლობთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან სტუმრებს ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურზე. გვსურდა, გვეჩვენებინა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და სულ რაღაც 2 კვირის წინ ექსპლუატაციაში შესული სადგური ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოსთვის და რეგიონში ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. ერთხელ ნანახი ასჯერ მოსმენილს სჯობია ნამდვილად. ვფიქრობ, ახლა უფრო ცხადი იქნება დაინტერესებული მხარეებისთვის წარმოიდგინონ ჩვენს მიერ ბახვი ჰესის პროექტების განხილვებისას არაერთხელ ნახსენები დასავლური სტანდარტი და უმკაცრესი გარემოსდაცვითი და სოციალურ საკითხების მმართველობის პოლიტიკა, რომელსაც ვიყენებთ თითოეულ პროექტში და რომელიც ჩვენი, ასე ვთქვათ, განმასხვავებელი ნიშანია"- - განაცხადა ბახვი ჰესის დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა.
კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) არის საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი პორტფელი მოიცავს როგორც მოქმედ ჰიდროელექტროსადგურებს (ლახამი ჰესი, ახალქალაქი ჰესი, ბახვი 3 ჰესი, აჭი ჰესი და ინწობა ჰესი) ასევე, წინასამშენებლო ეტაპზე არსებული პროექტებს (ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურები). კომპანიისთვის განსაკუთრებულად მნიშნელოვანია პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების სწორი და თანამედროვე მიდგომებით მართვა. სწორედ ამიტომ, საქმიანობის განხორციელებისას იყენებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების - IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტებს, რომელიც ფართოდ არის მიღებული და აღიარებულია დასავლური სამყაროს მიერ.
like