მედია
მთისპირის და ჩხაკაურას უფროსკლასელებს სან დიეგოს უნივესრიტეტის დეკანი მომავლის პროფესიებზე ესაუბრა
2022 წლის 1 დეკემბერს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანი, ჰალილ გუვენი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლებს ეწვია. ის გურიაში კომპანია ბახვი ჰესის მოწვევით ჩამოვიდა და ამავე კომპანიის ორგანიზებით დაგეგმილი შეხვედრა ჩაატარა უფროსკლასელებთან (10,11,12), რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს ესაუბრა იმ უნიკალურ შესაძლებლობებზე რომელსაც სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველო სთავაზობს აბიტურიენტებს, მიიღონ ამერიკული განათლება თბილისში.
2020-2021 აკადემიური წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო აღარ იღებს სტუდენტების ახალ ნაკადს, მიუხედავად ამისა, პროექტი აგრძელებს არსებობას ახალი ფორმატით. პარტნიორმა უნივერსიტეტებმა უკვე გაიარეს საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების პროცესი იმ STEM პროგრამებისთვის, რაც გადაეცათ. მათ უკვე დაწყებული აქვთ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ საქართველოსთან კოორდინაციით, აღნიშნულ პროგრამებზე სტუდენტების მიღებაც. სან დიეგოს სახელწმიფო უნივერსიტეტი, სამ წამყვან ქართულ უნივერსიტეტთან ერთად - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ საერთაშორისოდ აკრედიტირებულ ბაკალავრის ხარისხს მეცნირების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამების შეთავაზებით უნივერსიტეტი მხარს უჭერს როგორც მშენებლობის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სფეროების განვითარებას, ასევე საქართველოს ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებას და ამ გზით ქვეყნის ეკონიმიკურ ზრდას.
„ჩხაკაურასა და მთისპირში ვიზიტისას ჩვენ მოვიხიბლეთ სწავლას მოწყურებული სტუდენტების, გულმოდგინე მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის ნახვით. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სახელით, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მხარს ვუჭერთ ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალური საკითხების პროგრამას, რომელიც მიმდინარეობის ამ სოფლებში. ჩვენ, ასევე ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მშენებლობაში შეაქვთ ერთის მხრივ ბახვი ჰესის დირექტორს, გიორგი აბრამიშვილს და მეორეს მხრივ CCEH-ის დირექტორს, ბატონ მიხეილ ნობლაძე, როემლიც ამავდროულად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს საბჭოს წევრია" - განაცხადა სან დიეროს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანმა, ჰალილ გუვენმა.
„ბახვი ჰესის სოციალური პროგრამა საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებას მოიცავს, რომლის ფარგლებში კომპანია ხელს უწყობს და ეხმარება მთისპირისა და ჩხაკაურას მკვიდრ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლას გარემოსდაცვით და საინჟინრო მიმართულებებზე აგრძელებენ. სწორედ, ამ პროექტს ეხმიანება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანის მოწვევა და გაცნობითი შეხვედრის ორგანიზება მთისპირსა და ჩხაკაურაში. მიგვაჩნია, რომ ინჟინერია და გარემოსდაცვა, მომავლის პროფესიებია და გვინდა, ბევრმა ახალგაზრდამ გააკეთოს ამ მიმართულებით არჩევანი. მით უფრო, რომ შემდგომ საუკეთესოებს, ექნებათ შესაძლებლობა ჩვენთან მუშაობის" - განაცხადა დავით კობერიძემ, ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური მართველობის მენეჯერმა.
ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსებით ამ ეტაპზე ერთი სტუდენტი სარგებლობს, მთისპირის მკვიდრი ჯაბა ბოლქვაძე. ის ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ კურსზეა და სწორედ ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობს.
like