გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვა

CCEH-ის მიზანია, რომ მის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ მოიტანოს მაღალი შედეგები, გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის მხრივ შემდეგ სფეროებში:

გარემოს დაცვა

გარემოსდაცვითი საკითხების ისეთი მიდგომით მართვა, როცა გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება მინიმუმამდე მცირდება, შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გატარების ხარჯზე

სოციალური პროგრამირება

ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დიალოგის გზით, ისეთი სოციალური პროექტების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც თემის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითრების ხელშემწყობი ფაქტორია

 

შრომის უსაფრთხოება

საქმიანობის წარმართვა შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით, რაც უზრუნველყოფს როგორც კომპანიის მიერ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებას, ასევე შესაბამისი ზომების გატარებას ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

მართვის ფილოსოფია

კომპანიის მართვის ფილოსოფიის თანახმად, თითოეული პროექტის განმავითარებელი კომპანია გამჭვირვალედ, კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მუდმივი ჩართულობის პრინციპების დაცვით წარმართავს ყველა საქმეს და კორპორატიულ მართვაში იყენებს კომპანიაში არსებულ და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს.