გარემოსდაცვითი და სოციალური ფონის შეფასება
პროექტის განვითარების ადრეულ ეტაპზე CCEH-ი გამოავლენს პოტენციურ პირდაპირ, არაპირდაპირ და ერთობლივ გარემოსდაცვით რისკებს ფიზიკურ, ბიოლოგიურ, სოციალურ-ეკონომიკურ, ადამიანის კეთილდღეობასა და ფიზიკურ-კულტურულ რესურსებთან მიმართებაში. ჰოლდინგი ამ რისკების მნიშვნელობას განსაზღვრავს დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიც არის ადგილობრივი მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა
ჩართულობა და კონსულტაცია
CCEH-ი და/ან პორტფელში შემავალი პროექტის განმავითარებელი დროულად მოახდენს საჭირო გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტიდან ამოღებული ინფორმაციის მიწოდებას იმ ენაზე და ისეთი ფორმით, რომელიც გასაგები იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე სხვა დაინტერესებულ პირთათვის
ინფორმაციის გასაჯაროება
CCEH-ი და/ან პორტფელში შემავალი პროექტების განმავითარებლები ჩაატარებენ შედეგზე მიმართულ კონსულტაციებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და უზრუნველყოფენ მათ ინფორმირებულ ჩართულობას
მონიტორინგი და ანგარიშგება
CCEH-ი ზედამხედველობას გაუწევს და შეაფასებს პროექტის პროგრესს გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. მოამზადებს დაკვირვების პერიოდულ ანგარიშებს, რომელიც აღწერს პროგრესს, სტანდარტებთან შესაბამისობის დარღვევებსა და გამოსასწორებელ მოქმედებებს
საჩივარზე რეაგირების მექანიზმი
CCEH-ი და/ან პორფელში შემავალი პროექტების განმავითარებლები ქმნიან მექანიზს, რომელიც საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობასა და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს პროექტთან მიმართებაში არსებული უკმაყოფილების დასაქიფსირებლად და შესაბამისი ინფორმაციის ამომწურავად მისაღებად
CCEH-ი (მისი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის გუნდის მეშვეობით) მოახდენს კვალიფიციური და გამოცდილი ექსპერტების ჩართვას პორტფელში შემავალ თითოეულ პროექტთან მიმართებაში დიზაინის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე