ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგური არის მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი, მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურის  პროექტი, რომელიც გზშ-ს ნებართვის ეტაპზეა. მისი დადგმული სიმძლავრე არის 10.9 მეგავატი, წლიური გამომუშავება კი შეადგენს 43.1 მილიონ კილოვატსაათს. აღნიშნული გამომუშავება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და მასში შემავალი  სოფლების წლიური მოხმარების 60%-ია, ხოლო, რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს და მის სოფლებს, ბახვი 1 ჰესის წლიური გამომუშავება, 2.5-ჯერ აღემატება მის წლიურ მოხმარებას. განსახორციელებელი პროექტი მოქცეულია ჩოხატაურის და  ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. კურორტ ბახმაროსა და ჰესის სათავე ნაგებობას შორის სიმაღლეთა სხვაობა შეადგენს 140-200 მეტრს, რაც, სრულიად გამორიცხავს კურორტის შესაძლო დატბორვასთან დაკავშირებულ რაიმე სახის საფრთხეს.  

 

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი CCEH, ბახვი 1 ჰესის პროექტის ფარგლებში, წარმოდგენილია  ინვესტორის სტატუსით. ბახვი 1 ჰესის პროექტის  განვითარებისა და განხორციელების მიზნით,  CCEH -მა 2020 წლის 20 იანვარს დააფუძნა C-C-E-H HYDRO VI LLC.

 

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო ტერიტორია ჩოხატაურიდან 20 კილომეტრში (პირდაპირი მანძილი) და ოზურგეთიდან 25 კილომეტრში (პირდაპირი მანძილი) მდებარეობს. კურორტ ბახმაროს ცენტრიდან (ბაზრისუბანი) ჰესის სათავე ნაგებობამდე პირდაპირი მანძილია 3.5 კილომეტრია, ხოლო, ჰესის შენობამდე ეს მანძილი შეადგენს 6.7 კილომეტრს. სოფელი უკანავადან ჰესის შენობა დაცილებულია   8 კილომეტრის მანძილით.

დაინტერესებული მხარეების რეკომენდაციის საფუძველზე, კომპანია სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა სრულად გატანილია კურორტ ბახმაროს რეკრეაციული ზონის საზღვრებს გარეთ.

კომპანია სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI-ის ბახვი1 ჰესის პროექტზე დაახლოებით 61 მილიონი ლარის ინვესტიცია აქვს განსაზღვრული. 

 

 

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 25 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით შეტანილი იქნება დაახლოებით 10 მლნ. ლარი, რასაც ასევე დაემატება კორპორაციული გადასახადი 10.5 მლნ. ლარის ოდენობით. თანხა გადანაწილდება ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში. აღნიშნულ თანხას ადგილობრივი მთავრობა მიმართავს მოსახლეობის საჭიროებებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა თუ ჯანდაცვაზე. აღსანიშნავია, რომ კომპანია ვალდებულებია მხოლოდ დროულად გადაიხადოს გადასახადი ბიუჯეტში, მის მიზნობრივ გადანაწილებაზე მას საკანონმდებლო პასუხისმგებლობა არ აკისრია.

 

1) კომპანია მზად არის გამოხატოს კეთილი ნება და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი ყოფის გაუმჯობესების მიზნით, განიხილოს დამატებითი მცირე სოციალური პროექტები მის ხელთ არსებული ბიუჯეტისა და შესაძლებლობების მიხედვით.

2) მშენებლობის ეტაპზე, მშენებლობის პარამეტრების გათვალისწინებით, იგეგმება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება;

3) კომპანია მუშაობს საკანონდებლო ინციატივაზე, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტის მხრიდან პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ მოქცეული სოფლები დაფინანსდნენ ქონების გადასახადის გადანაწილების შედეგად თანხების გარკვეული ოდენობით.      

4) აქვე უნდა აღვნიშნოთ ის სარგებელი, რასაც ადგილობრივი მაცხოვრებლები მიიღებენ ბახვი 1 ჰესის ექსპლუატაციაში შესვლისას: ჰესი თავისთავად გახდება მეტად საიმედო და უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდების გარანტი რეგიონის მოსახლეობისათვის. მაგალითად, თუ რეგიონს სისტემიდან შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება (გამანაწილებელი ქსელის გარე ფაქტორებიდან გამომდინარე), რეგიონში არსებული ჰესი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უწყვეტობას;

5) გარდა ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების შესაძლებლობისა, ბახვი 1 ჰესის მოქმედება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხსაც, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია არათანაბარი დატვირთვებით და მიწოდების არაპროპორციულობით, რაც ძაბვისა და სიხშირის ვარდნის მიზეზია;

6) უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიით მომარაგება თავის მხრივ დამატებით შესაძლებლობებს შექმნის რეგიონში ახალი მოხმარების ობიექტების მიერთებისთვის ან/და წარმოების განვითარებისთვის;

7) კომპანია სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI ბახვი 1 ჰესის პროექტის ფარგლებში ამ ეტაპისათვის გეგმავს სამშენებლო პერიმეტრში არსებული გზების 18 კილომეტრიანი მონაკვეთის გაუმჯობესებას და ახალი გზის მშენებლობას, რომლის სიგრძეც იქნება 2.5 კილომეტრი.


გენერაციის ობიექტების დეცენტრალიზებული და რეგიონალური განვითარება ქვეყნის წარმატებული განვითარების საწინდარია, ვინაიდან ზრდის ხელმისაწვდომობას ხარისხიან ელექტრომომარაგებაზე, რითაც აძლიერებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგია, დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მიეწოდება ქსელს. თუმცა, ტექნიკური თვალსაზრისით, ჰესის მშენებლობა საშუალებას მისცემს ადგილობრივ ქსელს გახდეს მეტად საიმედო და უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდების გარანტი რეგიონისათვის, უზრუნველყოფს რა ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უწყვეტობას, ცენტრალური სისტემიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოულოდნელი შეწყვეტის შემთხვევაში. გარდა ამისა, ის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია რეგიონის არათანაბარი დატვირთვებისა და მიწოდების არაპროპორციულობით და ხშირად ხდება ძაბვისა და სიხშირის ვარდნის მიზეზი. აქვე უნდა ითქვას, რომ უწყვეტი და ხარისხიანი   ელექტროენერგიით მომარაგება თავის მხრივ დამატებით შესაძლებლობებს შექმნის რეგიონში ახალი მოხმარების ობიექტების მიერთებისთვის ან/და წარმოების განვითარებისთვის.

 

საქართველოში 10 ე.წ. დეფიციტური თვე გვაქვს ივლისიდან აპრილის ჩათვლით. მოცემული დროის მონაკვეთში ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო გამომუშავება წლიური გამომუშავების 68%-ის ტოლია, რაც 34 მილიონი კილოვატსაათს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ისარგებლოს არსებული პოტენციალით და ჰიდრორესურსების უკეთ ათვისების ხარჯზე მოახდინოს გენერაციის დეფიციტის აღმოფხვრა და ენერგომატარებლებზე იმპორტ დამოკიდებულების მნიშვნელოვანი შემცირება.

 

 

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა დღეს ნაადრევია, თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ საშუალო შეწონილ ტარიფზე, რაც ერთ კილოვატსაათზე 4-4.5 აშშ ცენტია.

 

ბახვი 1 ჰესის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთება მოამზადა საერთაშორისო გამოცდილების მქონე ევროპულმა საკონსულტაციო კომპანიამ „აფრი". კომპანია 1895 წლიდან არსებობს და მსოფლიო ლიდერია ინჟინერიის, დიზაინისა და საკონსულტაციო მომსახურების სფეროში.  „აფრი"  აერთიანებს ინფრასტრუქტურის, მრეწველობის, ენერგეტიკისა და ციფრული საკითხების მიმართულებით მომუშავე 16 000 ექსპერტს მსოფლიოს 40 ქვეყანაში. www.afry.com.en www.afry.com.en

კომპანია სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე, IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით. კომპანიას შექმნილი აქვს დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სისტემა და ყოველ ჯერზე უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემით განსაზღვრული წესების დაცვას, რაც გულისხმობს არა მარტო ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისი კვლევების ჩატარებას და განხორციელებას ადგილზე, აგრეთვე, საერთაშორისო და ადგილობრივი მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტების მოწვევას და მათ მიერ კონკრეტული კვლევების განხორციელებას. ეს სტანდარტები არის გზამკვლევი კომპანიისათვის თუ რა ტიპის კვლევები და შემარბილებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს გარემოსა და ადამიანებზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დაცულ სახეობებზე ზრუნვა. დაცულ სახეობებში იგულისხმება როგორც საქართველოს წითელი ნუსხის სახეობები, ასევე ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის - IUCN (International Union for Conservation of Nature) მიერ დაცული სახეობები.

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის SLR-ის ბრიტანეთის ოფისმა ბახვი 1 ჰესის პროექტისთვის ბიომრავალფეროვნების კვლევა განახორციელა, რომლის შედეგად განისაზღვრა ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმა, რომელშიც წარმოდგენილია შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები.

კომპანიამ ბახვი 1 ჰესისთვის კლიმატის ცვლილების რისკის და ასევე კუმულაციური ზეგავლენის შეფასებების შესახებ კვლევები 25 წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტს და ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის AlpaGe-ს დამფუძნებელს, პიერ ბიდერმანს დაუკვეთა.

რრაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილ სკოპინგისა და გზშ-ს ანგარიშების მომზადებას, მასზე საკონსულტაციო კომპანია შპს გამა კონსალტინგმა იმუშავა.

 

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი თავისი მასშტაბიდან გამომდინარე კურორტ ბახმაროს კლიმატზე გავლენას არ და ვერ იქონიებს.

 

მშენებლობის პერიოდში ხმაურის გავრცელების კუთხით, იმ შემთხვევაშიც თუ ყველა არსებული დანადგარი ერთობლივად ამუშავდება, წარმოქმნილი ხმაურის დონე არ გადააჭარბებს „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს N398 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ დონეებს. ასევე ტერიტორიებზე არსებული მცენარეული საფარი, მინიმუმ 15-20 დეციბელით შეამცირებს ხმაურის გავრცელების დონეებს. შესაბამისად ჩადრეკილის დასახლებასთან გვექნება არაუმეტეს 25 დეციბელისა, ხოლო საკურორტო ზონის საზღვარზე არაუმეტეს 16 დეციბელისა. (ნორმა დღის საათებისთვის შეადგენს 45 დბა-ს, ხოლო ღამის საათებისათვის 40 დბა-ს). თუ გავითვალისწინებთ, რომ სამუშაოები შესრულდება მხოლოდ დღის საათებში, ხმაურის გავრცელებასთან დაკავშირებით ნეგატიური ზემოქმედების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს.

რაც შეეხება მშენებლობის პროცესში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკითხს, არსებული კვლევა აჩვენებს, რომ მშენებლობის რეჟიმში ჰაერის ხარისხის გაუარესებას ადგილი არ ექნება. ტრანსპორტის გადაადგილებით გამოწვეული დისკომფორტიც მინიმუმამდე არის დაყვანილი. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია მისასვლელი გზების მოწყობა, როგორც ქვედა მხრიდან ჰესის შენობის მიმართულებით, ასევე, ზედა მხრიდან სათავე ნაგებობის მიმართულებით. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სათავე ნაგებობასთან მისასვლელი გზა, არ გაივლის კურორტ ბახმაროს საკურორტო ზონის ტერიტორიაზე და შესაბამისად, არ მოხდება ძირითადი სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება საკურორტო ზონაში. ეს კი გამორიცხავს დამსვენებლებზე და მოსახლეობაზე რაიმე ზემოქმედების ალბათობას.

სამშენებლო სამუშაოები დაიგეგმება ისე, რომ მინიმუმამდე შემცირდეს კურორტ ბახმაროს მისასვლელი გზის სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედების რისკები.

 

 

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მიხედვით, სათავე ნაგებობიდან მდინარის ქვედა დინების მიმართულებით, გარანტირებულად შენარჩუნებული იქნება სულ მცირე ე.წ ეკოლოგიური ხარჯი, 290 ლიტრი/ წამში ოდენობით. ამავდროულად, წყალუხვობის პერიოდში, კერძოდ კი, მაისი - ივნისის თვეებში, ეკოლოგიურ ხარჯს მდინარეში დაემატება 2000-დან 5000 ლიტრამდე /წამში წყლის ოდენობა. აქვე უნდა ითქვას, რომ ბახვისწყალი გამოირჩევა შენაკადების სიმრავლით. სათავე ნაგებობიდან ჰესის შენობამდე არსებობს 32 მცირე ზომის ხევი და შენაკადი, რაც კიდევ დამატებით ქმნის საშუალო მრავალწლიურ ხარჯს 330 ლიტრამდე/წამში წყლის ოდენობით მდინარის კალაპოტში. შენაკადების წყალი მდინარეს დაემატება დერივაციის სხვადასხვა მონაკვეთზე, გაზრდის მდინარეში წყლის რაოდენობას და დადებითად აისახება წყლის ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შემცირების თვალსაზრისით. სათავე ნაგებობასთან მდინარის წლიური მთლიანი ჩამონადენი არის 77,2 მლნ. მ3. ეკოლოგიური ხარჯის ოდენობა 22,1 მლნ. მ3-ია, რაც წლიური ჩამონადენის 29% შეადგენს. დერივაციის მონაკვეთზე წლიური ჩამონადენის გათვალისწინებით (10,5 მლნ. მ3) მდინარეში დატოვებული წყლის ოდენობა ჯამში 42% აღწევს. ეკოლოგიური ხარჯი ბახვი 1 ჰესის პროექტისთვის ოპერირებადი ბახვი 3 ჰესი ანალოგიური მეთოდით არის დათვლილი. ბახვი 3 ჰესის ეკოლოგიური ხარჯის ოდენობა მდინარე ბახვისწყალზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის საკმარისია, რაც ასევე დასტურდება არსებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგით, რომელიც მესამე დამოუკიდებელი მხარის მიერ (AquaGe - Aquaculture and Environmental Cons+C7:E7ulting company) წელიწადში 2-ჯერ კეთდება. წლის შემაჯამებელი ანგარიში საჯაროდ არის ხელმისაწვდომი პროექტის ვებ - გვერდზე: (http://www.silkroadenergy.ge/web/environmental-monitoring/).

 

ახალი პროექტის მიხედვით, შეგუბების ზედაპირის სავარაუდო ფართობი 0.24 ჰექტარია.

 

როცა ვსაუბრობთ, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მსგავს პროექტებზე, საქართველოს ფარგლებში, შეიძლება ვახსენოთ დერივაციული ბჟუჟა ჰესი, რომელიც გომისმთიდან 2.8 კილომეტრში მდებარეობს. ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მსგავსად, მისი დადგმული სიმძლავრე 12 მეგავატია. ბჟუჟა ჰესი 1956 წლიდან ოპერირებს და დღევანდელ დღემდე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის გავლენას ახდენს კურორტის კლიმატურ პირობებზე.