კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) არის საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მის ინვესტორებს წარმოადგენენ ცნობილი საფინანსო ინსტიტუტები ამერიკისა და ევროპის ქვეყნებიდან. კომპანიის საქმიანობის მიზანია განახორციელოს ინვესტირება საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობაში კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გზით. კომპანიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პროექტების არა მხოლოდ ფულადი კაპიტალით უზრუნველყოფა, არამედ შესაბამისი ცოდნითა და გამოცდილებით გამდიდრება ჰესების შენების თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებით.
პროექტის პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვქმნით საერთო ხედვასა და სტრატეგიას, რათა მივაღწიოთ მატერიალურ წარმატებას სწორ ღირებულებათა სისტემის დანერგვის გზით, რაც CCEH-ის საინვესტიციო ფილოსოფიის საფუძველია. ეს ფილოსოფია დიდ წილად გულისხმობს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვაში მიღწეულ დადებით შედეგებს.