კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) არის საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და დღემდე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მის ინვესტორებს წარმოადგენენ საყოველთაოდ ცნობილი საფინანსო ინსტიტუტები ამერიკისა და ევროპის ქვეყნებიდან. კომპანიის საქმიანობის მიზანია, განახორციელოს ინვესტირება საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში, კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გზით. კომპანიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, პროექტების არა მხოლოდ ფულადი კაპიტალით უზრუნველყოფა, არამედ ჰესების შენების მეთოდებთან დაკავშირებით დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით გამდიდრება. პროექტის პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვქმნით საერთო ხედვასა და სტრატეგიას, რათა მივაღწიოთ არა მხოლოდ მატერიალურ წარმატებას, არამედ არამატერიალურ სარგებელს, რაც CCEH-ის საინვესტიციო ფილოსოფიის საფუძველია. ეს ფილოსოფია დიდ წილად გულისხმობს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვაში მიღწეულ დადებით შედეგებს.

 

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH დამფუძნებლები არიან ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები. საინვესტიციო კომპანიას საქართველოში წარმოადგენს მისი აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ნიბლაძე. CCEH-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით ჰიდროენერგეტიკის დარგში, რომელთაც გააჩნიათ გამოცდილება საინვესტიციო, საინჟინრო-ტექნიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებებით. გუნდის წევრების სამუშაო გამოცდილება, მათი პროფილის მიხედვით როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, საშუალოდ 5-დან 20 წლამდე მერყეობს.

 

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის პორტფელი მოიცავს როგორც, უკვე ოპერირებად (ლახამი ჰესი, ბახვი 3 ჰესი, ინწობა ჰესი და აჭი ჰესი), ასევე მშენებლობის პროცესში (ახალქალაქი ჰესი)  მყოფ პროექტებს. ამასთანავე, გვაქვს ბახვი 1 ჰესის და ბახვი 2 ჰესის პროექტები, რომლებიც კვლევის ეტაპზეა.