CCEH-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება საინვესტიციო, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური სფეროების მართვის მიმართულებით. ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებენ მაღალი დონის პროფესიონალი ინჟინრები, რომლებიც დაარსების დღიდან მუშაობენ კომპანიაში. გუნდის წევრების სამუშაო გამოცდილება მათი პროფილის მიხედვით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საშუალოდ 5-დან 20 წლამდე მერყეობს. კომპანიას პორტფელში აქვს როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები. CCEH საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით.
ნინო მაღრაძე
უფროსი ანალიტიკოსი
ქალბატონმა ნინო მაღრაძემ კომპანიაში მუშაობა დაიწყო 2015 წელს. მისი პასუხისმგებლობა მოიცავს ფონდის სტრატეგიის შემუშავებას ელექტროენერგიით ვაჭრობის მიმართულებით. მას ასევე ევალება ცალკეული ჰიდრო ელექტრო სადგურების ელექტროენერგიის გაყიდვის სტრატეგიის შემუშავება და რეალიზაცია.
2014-2015 წლებში საქართველოში კომპანია შპს KG-ს კომერციულ მენეჯერად მუშაობისას ქალბატონი ნინო პასუხისმგებელი იყო ჰიდრო ელექტრო სადგურების ელექტროენერგიის გაყიდვასა და საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის პროცედურების ორგანიზებაზე. 2006-2010 წლებში იგი მუშაობდა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა''-ში დისპეტჩერიზაციის დეპარტამენტში, სადაც პასუხისმგებელი იყო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების რეგისტრაციასა და ელექტროენერგიის ოპერატიული ბალანსების შედგენაზე.
ქალბატონმა ნინო მაღრაძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ენერგეტიკის მენეჯმენტის სპეციალობით. მან ასევე, მიიღო ტექნიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ესტონეთში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და ტარტუს უნივერსიტეტში. იგი ასევე, ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხს.