CCEH-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება საინვესტიციო, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური სფეროების მართვის მიმართულებით. ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებენ მაღალი დონის პროფესიონალი ინჟინრები, რომლებიც დაარსების დღიდან მუშაობენ კომპანიაში. გუნდის წევრების სამუშაო გამოცდილება მათი პროფილის მიხედვით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საშუალოდ 5-დან 20 წლამდე მერყეობს. კომპანიას პორტფელში აქვს როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები. CCEH საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით.

ნანა ბერძენიშვილი

გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების მართვის ხელმძღვანელი

ქალბატონმა ნანა ბერძენიშვილმა კომპანიაში მუშაობა დაიწყო 2020 წელს. მის პასუხისმგებლობებში შედის კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის სტრატეგიებისა და მართვის გეგმების შემუშავება, რაც მიზნად ისახავს აღნიშნული სტრატეგიების საქართველოში დადგენილ გარემოსდაცვით კანონმდებლობასა და პროცედურებთან აგრეთვე საერთაშორისო დონეზე არსებულ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

2013-2020 წლებში, ქალბატონი ნანა მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორციაა (USAID; აშშ-ს საელჩო საქართველოში; EBRD; ADB; EIB; British Petroleum). მისი მოვალეობები დაკავშირებული იყო ორგანიზაციის განვითარებასთან, გარემოსდაცვითი და სოციალური ჩართულობის პოლიტიკის შემუშავებასთან, აგრეთვე ორგანიზაციული სტრუქტურისა და ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციასთან.

ქალბატონმა ნანამ დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის სკოლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის სამართლის სპეციალობით.