CCEH-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება საინვესტიციო, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური სფეროების მართვის მიმართულებით. ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებენ მაღალი დონის პროფესიონალი ინჟინრები, რომლებიც დაარსების დღიდან მუშაობენ კომპანიაში. გუნდის წევრების სამუშაო გამოცდილება მათი პროფილის მიხედვით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საშუალოდ 5-დან 20 წლამდე მერყეობს. კომპანიას პორტფელში აქვს როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები. CCEH საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით.

მიხეილ ნიბლაძე

მმართველი დირექტორი

ბატონმა მიხეილ ნიბლაძემ კომპანიაში მუშაობა დაიწყო 2014 წელს. იგი კომპანიის საინვესტიციო სტრატეგიისა და ოპერაციების მართვაზეა პასუხისმგებელი.

2004-2013 წლებში საქართველოში CanArgo Limited-ის Blake Oil & Gas Limited-ისა და MND Georgia BV-ერთობლივი საწარმოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნისას ბატონი ნიბლაძე პასუხისმგებელი იყო როგორც საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციაზე, ასევე კომპანიის ფინანსური საქმიანობის მართვაზე.

ბატონმა მიხეილ ნიბლაძემ კანადაში, ქ. კალგარიში სამხრეთ ალბერტას ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების დიპლომი ფინანსური აღრიცხვის სპეციალობით. ის აგრეთვე ფლობს ლონდონის CWC ენერგეტიკის სკოლის მაგისტრის ხარისხს ნავთობისა და გაზის მოპოვების დარგში.