CCEH-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება საინვესტიციო, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური სფეროების მართვის მიმართულებით. ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებენ მაღალი დონის პროფესიონალი ინჟინრები, რომლებიც დაარსების დღიდან მუშაობენ კომპანიაში. გუნდის წევრების სამუშაო გამოცდილება მათი პროფილის მიხედვით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საშუალოდ 5-დან 20 წლამდე მერყეობს. კომპანიას პორტფელში აქვს როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები. CCEH საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით.
ლანა კიპაროიძე
ფინანსური ხელმძღვანელი
ქალბატონმა ლანამ კომპანიაში მუშაობა დაიწყო 2023 წელს. იგი პასუხისმგებელია ფინანსური გუნდის მართვაზე და თავის მხრივ, ანგარიშვალდებულია საოპერაციო ხელმძღვანელის მიმართ. მისი მთავარი მოვალეობაა პორტფელში შემავალი კომპანიების ფინანსური ანალიზის მომზადება და ოპტიმიზაციისთვის საჭირო გადაწყვეტილებების შეფასება.
2018-2022 წლებში წამყვან აუდიტორულ კომპანია ქეი-ფი-ემ-ჯი ჯორჯიაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობისას იგი ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი პირი იყო კომპანიებისთვის აუდიტორული მომსახურების გაწევაზე ისეთი სფეროებიდან, როგორებიც არის: ტელეკომუნიკაცია, ინვესტირება, ბანკი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სასტუმროების ბიზნესი. მას ასევე აქვს კომპანიების საფონდო ბირჟებზე დარეგისტრირების გამოცდილება.
ქალბატონ კიპაროიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს ბაკალავრის დიპლომს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. იგი ასევე არის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის წევრი (ACCA).