CCEH-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება საინვესტიციო, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური სფეროების მართვის მიმართულებით. ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებენ მაღალი დონის პროფესიონალი ინჟინრები, რომლებიც დაარსების დღიდან მუშაობენ კომპანიაში. გუნდის წევრების სამუშაო გამოცდილება მათი პროფილის მიხედვით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საშუალოდ 5-დან 20 წლამდე მერყეობს. კომპანიას პორტფელში აქვს როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები. CCEH საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით.

დიანა მეგრელიშვილი

ანგარიშების წარმდგენი ბუღალტერი და ოფისის მენეჯერი

ქალბატონმა დიანა მეგრელიშვილმა კომპანიაში მუშაობა დაიწყო 2020 წელს. მისი პასუხისმგებლობა მოიცავს კომპანიის შიდა ანგარიშგების წარმოებას, წლიური ბიუჯეტის მომზადებასა და მის შემდგომ კონტროლს, აგრეთვე ოფისის ადმინისტრაციული საკითხების მართვას.

ქალბატონ დიანა მეგრელიშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. მან მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამაში პორტუგალიაში პორტოს უნივერსიტეტსა  და ნორვეგიაში ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში.