კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგს (CCEH) პორტფელში აქვს როგორც დასრულებული, ასევე, მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები. ჩვენ, ყველა ჩვენი პროექტის ფარგლებში, საქმიანობას ვახორციელებთ საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების - IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით.
ბახვი 1 ჰესი
- ჰიდროელექტროსადგურის მფლობელი კომპანია არის სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI
- ბახვი 1 ჰესის დადგმული სიმძლავრე არის 10.9 მეგავატი, ხოლო, წლიური გამომუშავება 43,1 გვტსთ.
- პროექტს აქვს სათავე ნაგებობა, თევზსავალი, მინაბოჭკოვანი პლასტიკისა და ლითონის სადაწნევო მილი და სათაო ნაგებობა, რომელსაც აქვს გარე წყალმიმღები სალექარი ავზი
- გამომუშავებული ელექტროენერგია შეუერთდება ცენტრალურ სიტემას 110 კილოვატიანი გადამცემი ხაზის მეშვეობით
ბახვი 1 ჰესი არის გურიის რეგიონში, კერძოდ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი, მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი.