კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგს (CCEH) პორტფელში აქვს როგორც დასრულებული, ასევე, მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები. ჩვენ, ყველა ჩვენი პროექტის ფარგლებში, საქმიანობას ვახორციელებთ საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების - IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით.
ბახვი 2 ჰესი
- ჰიდროელექტროსადგურის მფლობელი კომპანია არის შპს ბახვი 2
- ბახვი 2ა სადგურის დადგმული სიმძლავრე არის 11.4 მეგავატი, ხოლო, წლიური გამომუშავება 48.6 გვტსთ.
- პროექტს აქვს სათავე ნაგებობა, თევზსავალი, მიწისქვეშა მილსადენი და ჰესის შენობა
- გამომუშავებული ელექტროენერგია შეუერთდება 35 კილოვატიან გადამცემ ხაზს ბახვი 1 ჰესის მიმდებარედ დაგეგმილ 110/35 კილოვატიან ქვესადგურზე
- ჰიდროელექტროსადგურის მფლობელი კომპანია არის შპს ბახვი 2
- ბახვი 2ბ სადგურის დადგმული სიმძლავრე არის 20.7 მეგავატი, ხოლო, წლიური გამომუშავება 88.8 გვტსთ.
- პროექტს აქვს სათავე ნაგებობა, თევზსავალი, მიწისქვეშა მილსადენი და ჰესის შენობა
- გამომუშავებული ელექტროენერგია შეუერთდება 35 კილოვატიან გადამცემ ხაზს ბახვი 1 ჰესის მიმდებარედ დაგეგმილ 110/35 კილოვატიან ქვესადგურზე
ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის სქემა, მდინარის მოდინებაზე მომუშავე მცირე და საშუალო ზომის სადგურებისგან (ბახვი 2ა და ბახვი 2ბ) შედგება. პროექტი გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავასთან ახლოს, მდინარე ბახვისწყალზე არის დაგეგმილი.
ბახვი 2ა სადგური
ბახვი 2ბ სადგური