კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგს (CCEH) პორტფელში აქვს როგორც დასრულებული, ასევე, მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები. ჩვენ, ყველა ჩვენი პროექტის ფარგლებში, საქმიანობას ვახორციელებთ საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების - IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით.
ახალქალაქი ჰესი
- ჰიდროელექტროსადგურის მფლობელი კომპანია არის შპს აის-ი
- ახალქალაქი ჰესის ჯამური დადგმული სიმძლავრე არის 9.1 მეგავატი და მისი წლიური გენერაცია შეადგენს 49 გვტსთ.
- პროექტი შედგება ორი ჰესის კასკადისგან. თითოეული მოიცავს სათავე ნაგებობას, თევზსავალს, მიწისქვეშა მილსადენს და ჰესის შენობას
- გამომუშავებული ელექტროენერგია შეუერთდება ცენტრალურ სისტემას 35 კილოვატიანი გადამცემი ხაზის მეშვეობით
ახალქალაქის ჰესი (ახალქალაქი 1 და ახალქალაქი 2), არის მცირე ზომის, კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე- ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს. პროექტი კომერციულად ოპერირებადი გახდა 2022 წლის ნოემბრიდან.